სამართალი

მკაცრი ვერტიკალის პირობებში სააკაშვილთან შეუთანხმებლად არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღებოდა

Nusagi

წინა სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი შეეცადა საკუთარი პასუხისმგებლობის არიდებას და ძირითადი ისრები ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ივანე მერაბიშვილისადმი მიმართა, – ამის შესახებ პროკურორმა, ლაშა ცხვიტარიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, მკაცრი ვერტიკალის პირობებში მას ემორჩილებოდა ყველა სამინისტრო და არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღებოდა მასთან შეუთანხმებლად.

„სასამართლო სხდომაზე სააკაშვილის მიერ განვითარებული ეს ვერსია პროკურატურისთვის ნამდვილად საინტერესოა, რადგან მას რეალურად დაავიწყდა სხვა მთავარი საკითხები. კერძოდ, 2007 წლის 7 ნოემბერს მოსახლეობას, აქციის მონაწილეებს არბევდნენ არა მსოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები, არამედ ამ ძალადობაში მონაწილეობდნენ მაგალითად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეცრაზმი. თუ ამ ლოგიკას გაჰყვება, შემდგომ სხდომებზე მოუწევს იმის აღიარება, რომ მას არ ემორჩილეობოდა არა მხოლოდ შს მინისტრი, არამედ იგი თუნდაც ფინანსთა მინისტრს. გარდა ფინანსთა სამინისტროს ამ სამსახურისა 7 ნოემბერს განხორციელებულ ძალადობაში ასევე მონაწილეობდა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცსამსახური. მოცემულ შემთხვევაში იმის თქმაც მოუწევს, რომ მას არ ექვემდებარებოდა არც იუსტიციის მინისტრი და ეს სამსახურიც მისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა. ანალოგიური პოზიცია უნდა განავითაროს მაშინ მან თავდაცვის სამინისტროსა და ჯართან მიმართებაშიც. საბოლოოდ მას მოუწევს პოზიციის დაფიქსირება, რომ იგი იყო ქმედუუნარო, როგორც პრეზიდენტი. თუმცა ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ცალსახად საპირისპიროს ადასტურებს. იგი იყო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, მკაცრი ვერტიკალის პირობებში მას ემორჩილებოდა ყველა სამინისტრო და არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღებოდა მასთან შეუთანხმებლად“, – განაცხადა ლაშა ცხვიტარიამ .

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,545 ნახვა
%d bloggers like this: