პოლიტიკა

პუტინი დასავლეთს – ჩვენ კი არა, თქვენ უნდა მოგვცეთ გარანტიები, დაუყოვნებლივ!

Nusagi

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთმა ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების კონტექსტში გარკვევით აჩვენა, რომ მისთვის ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება მიუღებელია.

„ამ კუთხით ჩვენ ნათლად და გარკვევით განვაცხადეთ, რომ ნატოს შემდგომი მოძრაობა აღმოსავლეთისაკენ მიუღებელია“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის მიერ წარდგენილ შეთავაზებებზე საუბრისას.

მისი თქმით, ნატო-მ ერთხელ უკვე „თავხედურად“ მოატყუა რუსეთი.

„არც ერთი დუიმი აღმოსავლეთით – გვითხრეს 90-იან წლებში. მერე? უბრალოდ თავხედურად მოგვატყუეს. ნატოს გაფართოების ხუთი ტალღა. ახლა კი, რუმინეთში, პოლონეთში გამოჩნდება შესაბამისი სისტემები. ჩვენ არავის ვემუქრებით. ჩვენ მივედით აშშ-ს საზღვრებთან? ან დიდი ბრიტანეთის საზღვრებთან? ჩვენთან კი მოვიდნენ“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, დასავლეთმა დაუყოვნებლივ და ახლავე უნდა მისცეს რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები და არ მოითხოვოს ეს რუსეთისგან.

„თქვენ უნდა მოგვცეთ გარანტიები. თქვენ! და დაუყოვნებლივ, ახლა და არა ათწლეულების განმავლობაში ლაპარაკი“, – განაცხადა პუტინმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,615 ნახვა
%d bloggers like this: