უცხოური მედია

რუსები უკრაინის საზღვართან სადესანტო წვრთნებს გამართავენ

Nusagi

რუსი მედესანტეები უკრაინის საზღვართან წვრთნებს გამართავს, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

სადესანტო წვრთნებში 1 200 ჯარისკაცი, 250-ზე მეტი სამხედრო მანქანა და თვითმფრინავი ჩაერთვება. 

სამხედროების ნაწილი ყირიმის საწვრთნელ პოლიგონებში განაწილდება. 

ჯარები შეტევითი ოპერაციის ფარგლებში ტერიტორიის აღების სიმულაციას მოახდენენ.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო უწყებამ ნატოს მოსთხოვა, რომ აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარი თქვას და რუსეთის საზღვრების მიმდებარედ მისი დანაყოფების გაყვანის შესახებ მოსკოვს გარანტიები მისცეს. 

ბოლო კვირების განმავლობაში მოსკოვმა კიევი მტრული რიტორიკის ქარცეცხლში გაახვია, რის გამოც უკრაინა ნატოში მიღებასა და ალიანსისგან დახმარებას ითხოვს. 

გარდა ამისა, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთმა 100 ათასამდე სამხედროს მობილიზება მოახდინა.

ბოლო დღეებში დასავლურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

მოსკოვი უკრაინაზე თავდასხმისთვის მზადებას უარყოფს და ნატოს დაძაბულობის გაღვივებაში ადანაშაულებს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,083 ნახვა
%d bloggers like this: