საზოგადოება

სისტემური დანაშაულის თავში იდგა მიხეილ სააკაშვილი

Nusagi

თუ არ ხდება დანაშაულის აღიარება, შენდობის თხოვნა და სურვილი, რომ შეცვალოს თავისი ქმედება, შერიგება არ მოხდება, – ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისივე თქმით, ეკლესია პოლიტიკაში არ ერევა.

„არის ჩადენილი სისტემური დანაშაული, ერთჯერადი და ერთი ადამიანის მიერ კი არა, სისტემის მიერ და ამ სისტემის სათავეში ცხადია იდგა პრეზიდენტი. სულ ხუთნი იყვნენ, ვინც მართავდა, მაგრამ მათში მთავარი იყო სააკაშვილი. მათთან შერიგება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამ სისტემას გააკრიტიკებენ და თვითონ იტყვიან, რომ არ იყო სწორი. ეს ძალადობრივი, ავტოკრატული რეჟიმი დემოკრატიასთან არაფერ კავშირში არ არის“, – განაცხადა მეუფე იოანემ.

მისივე თქმით, სააკაშვილი ან არაადეკვატურია ან არ უნდა პასუხის გაცემა.

„ჩვენი დელეგაცია იყო აშშ-ში. ჩვენ იქ შევხვდით ყოფილ ელჩს, რიჩარდ მაილსს. ერთ-ერთი კითხვა დავუსვით, თუ რას იტყოდა სააკაშვილზე. გაეღიმა და იხმარა სიტყვა, რომელიც ითარგმნება, როგორც გაუწონასწორებელი და არაპროგროზირებადი“, – განაცხადა მეუფე იოანემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,175,037 ნახვა
%d bloggers like this: