საზოგადოება

კარვებში ამ დროისთვის „ნაცმოძრაობის“ მომხრე 200-მდე ადამიანი შიმშილობს

Nusagi

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან ამ დროისთვის 12 კარავია გაშლილი და დაახლოებით 200-მდე ადამიანი შიმშილობს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მოშიმშილეების ნაწილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პარტიის ხელმძღვანელობამ შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.

„თითოეული ადამიანი თავისი გულწრფელი შემართებითაა. სამარცხვინო და მიუღებელია განცხადებები, რომელიც კეთდება. აქ საუბარია ადამიანების ჯანმრთელობაზე და მათ გადაწყვეტილებაზე. მთავარი მიზანი არის ის, რომ ყველამ ერთად შევქმნათ სახელმწიფო, რომელშიც პოლიტიკური პატიმრები არ იქნებიან, სასამართლო სისტემა, რომელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილების უფლება არ ექნება. გუშინ შემოგვიერთდნენ არა მხოლოდ სამტრედიიდან, არამედ იმერეთის სხვადასხვა რაიონიდან, დღეს კი შემოგვიერთდებიან აჭარიდან და სამეგრელოდან – ეს ნიშნავს იმას, რომ აქ არის ადამიანების პროტესტზე საუბარი და არა რაიმე გადაწყვეტილებაზე. მიზანი შიმშილობის პროცესი ვერ იქნება იმიტომ, რომ ეს ეხება პირად ჯანმრთელობას, რაც შეიძლება სხვა, ცუდი შემთხვევით დასრულდეს. მზად ვართ იმისთვის, რომ პროტესტი გავაგრძელოთ მთავარი მიზნისთვის – ჩვენი ქვეყნისა და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის“,-განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,670 ნახვა
%d bloggers like this: