პოლიტიკა

„მიხეილ სააკაშვილის საკითხი თუ არ გადავჭერით, მუდმივად წრეზე ვივლით“ – ხოშტარია

Nusagi

„თუ არ გადავჭერით მიხეილ სააკაშვილის საკითხი, სულ წრეზე ვივლით, ერთს გამოვიყვანთ და მეორეს დაიჭერენ“, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ხოშტარიას თქმით, დიდი რესურსი უნდა დაიხარჯოს იმაზე, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა დასრულდეს. 

„მნიშვნელოვანია ჩვენ შევჯერდეთ, ვიმსჯელოთ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ, მათ შორის დღეს დიპლომატებს ვხვდებით და ასევე კარგია აღქმა რა შეიძლება საერთაშორისო თვალსაზრისით გაკეთდეს. 

ჩვენ თუ არ გადავჭერით მიხეილ სააკაშვილის საკითხი, ისე რომ ზოგადად პოლიტიკურ იარაღს დარტყმა მივაყენეთ, სულ წრეზე ვივლით, ერთს გამოვიყვანთ და მეორეს დაიჭერენ. ამიტომ, დღეს ძალიან დიდი რესურსი უნდა დაიხარჯოს იმაზე, რომ ზოგადად ამ პოლიტიკურ დევნას აღვუდგეთ როგორც მოვლენას“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.  

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,666 ნახვა
%d bloggers like this: