პოსტები სოციალური ქსელიდან

ნიკა გვარამია: პოლიცია მოვიდა სწრაფად, მადლობას ვუხდი ოპერატიულობისა და კეთილსინდისიერებისთვის

Nusagi

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელი პოსტს აქვეყნებს.

„ახლა ჩამოვედი კახეთიდან და ჩემს პროცესზე მივემართები. მაგრამ სტატუსი ამაზე არაა. ჩემ სანდროს გუშინ მზიურში მოთხოვეს ტელეფონი. სანდრომ, ინგლისურად, ბოდიში მოუხადა და ვერ გათხოვებთო. მიტრიალდა და გააგრძელა გზა სახლისკენ. იმათ, როგორც ჩანს, უცხოელად ჩათვალეს და ცხრასართულიანი გინებები მიაყოლეს. მოვიდა სანდრო სახლში და მან და დედამ ერთად გადაწყვიტეს და პატრულში დარეკეს (მე კახეთში ვიყავი და ახლა ვიგებ ყველაფერს).

ჩვენი ინტერესი, ერთის მხრივ, თავდამსხმელების გარკვევა და მომავალში მათ მიერ სხვა ადამიანების მიმართ ძალადობა/ძარცვის პრევენცია იყო, ხოლო, მეორეს მხრივ, იმაში დარწმუნება, რომ ეს ინციდენტი იმით არ იყო გამოწვეული, რომ სანდრო ჩემი შვილია.

პოლიცია მოვიდა სწრაფად. ამოიღო ვიდეოკამერები და თავდამსხმელების ვინაობა დაადგინა. ვამაყობ ჩემი 14 წლის შვილის ჯანსაღი მოქალაქეობრივი პოზიციით და მადლობას ვუხდი პოლიციას ოპერატიულობისა და კეთილსინდისიერებისთვის“,-წერს ნიკა გვარამია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,500 ნახვა
%d bloggers like this: