სპორტი

შოთა ბეთლემიძე: გატყავებული ხალხის ფულით გინდათ ჩემპიონობა, თუ არ დამაფინანსებენ ქვეყნიდან წავალო, ღმერთმა სულ კარგად გამყოფოთ”

Nusagi

MMA-ს ქართველი მებრძოლი შოთა ბეთლემიძე იმ სპორტსმენებს მიმართავს, რომლებმაც აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა გააპროტესტეს.

“2010 წელი სპორტსმენები ჰონორარის გარეშე ბრძოლობდნენ და ნასესხები ფულით დადიოდნენ საზღვარგარეთ საბრძოლველად.

 მაშინ არ იყო პოპულალური ეს სპორტი MMA ზე მაქვს საუბარი, არ ეკიდათ გატყავებული ხალხის ჯიბიდან გამდიდრებულ კაზინოს მეპატრონეებს!!!

რამდენი სპორტსმენი მუშაობდა დაცვაში ღამეს ათევდა 800 ლარზე და შეჯიბრისთვის რომ მომზადებულიყვნენ 2 კვირით არ ანთავისუფლებდნენნნ….
რამდენმა ახალგაზრდამ მოიკლა თავი? რამდენი ოჯახი დაინგრა და გაუბედურდა? რამდენი ბავშვი დარჩა უსახლკაროდ???

90-იანებში უარესები ხდებოდა საქართველოში მაგრამ როგორც მახსოვს სამმა სპორტსმენმა გააგრძელა სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობა და შედეგსაც მიაღწია.

ვისაც გატყავებული ხალხის ფულით გინდათ გამდიდრება და ჩემპიონობა ეგ თქვენი არჩევანია, თქვენ გულებში ჩაიხედეთ. მაგრამ რომ გამოდიხარ და ამბობ თუ არ დამაფინანსებენ ქვეყნიდან წავალო ღმერთმა სულ კარგად გამყოფოთ.


1996 წელს თავდაცვის სამინისტროს კადეტთა კორპუსში ჩავირიცხე. არ გვქონდა კვება, შავ ჩაცომებულ პურს ვჭამდით, არ გვქონდა გათბობა, არ გვქონდა დასაბანი წყალი და რაც მთავარია ოფიცრებს ქონდათ მხოლოდ გაყინული ხელფასები.


არასოდეს არ ამიღია ჩემი სპორტსმენისგან ეგრეთ წოდებული ბრძოლის 20% მიზეზიიი???? ისედაც კაპიკებს იღებენ ბრძოლაში.

არადოდეს არ მიმიღია აზრატული თამაშებიდან დაფინანსება…მიზეზიი???
არ სჭირდებათ ჩემს შვილებს ვიღაცის უსახლკაროდ დატოვებული შვილების ფული.


მაგალითი აიღეთ Merab Dvalishvili ისგან რამდენი იშრომა ამ კაცმა და როცა პიკს მიაღწია მაშინ გაახსენდათ….
მაჩვენეთ რომელი დამწყები სპორტსმენი დააფინანსეს???

მაჩვენეთ რა მოგებას ნახულობენ კაზინოები და ამ მოგებიდან რამდენს ხარჯავენ სპორტსმენების დაფინანსებაში???
მერე მაჩვენეთ რამდენი ქართული ოჯახი გაატყავეს და დაგლიჯეს???
ეს უნამუსოები სპორტსმენებს ჯერ სახელმწიფოს უპირისპირებენ მერე ერთმანეთსსს.. 

#აიკრძალოსაზარტულითამაშები .#საქართველოსმთავრობა
ცოტა ემოციურ ფონზე დავწერე და შეიძლება ვერ დავალაგე კარგად აზრები. არ გამკიცხოთ.”,-წერს შოთა ბეთლემიძე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,615 ნახვა
%d bloggers like this: