უცხოური მედია

ბიზნესმენმა რადიოსადგურ Эхо Москвы-ს სასამართლოში მილიონი რუბლი მოუგო

Nusagi

სანკტ-პეტერბურგის სასამართლომ რადიოსადგურ Эхо Москвы-ს, ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის სასარგებლოდ 1 მლნ რუბლის გადახდა დააკისრა. რადიოსადგურის ჟურნალისტს, ვიქტორ შჩენდეროვიჩს ასევე დამატებით, მოუწევს პრიგოჟინისთვის 100 ათასი რუბლის გადახდა იმის გამო, რომ მან გადაცემაში ბიზნესმენს მკვლელი და სისხლის სამართლის დამნაშავე უწოდა. 

საუბარია ევგენი პრიგოჟინის სარჩელზე, რომელიც ეხება ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვასა და მორალურ ზიანს.

პრიგოჟინი მოითხოვდა, საჯაროდ ხელმისაწვდომი არ ყოფილიყო მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები და რადიოსადგურს ბოდიში მოეხადა მისთვის. კომპანია „კონკორდში“, რომელიც პრიგოჟინს ეკუთვნის, აცხადებენ, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა რადიოსადგურის ჟურნალისტისა და მთავარი რედაქტორის, ალექსეი ვენედიქტოვის მოთხოვნა, განხილვის გადადების შესახებ და სასამართლოს აქტის შეუსრულებლობისთვის მათ დღეში 1 ათასი რუბლის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაუწესა. 

„ჩვენ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და მივმართავთ მოსამართლეთა უმაღლეს კოლეგიას“,-აცხადებს ვენედიქტოვი. 

შენდეროვიჩი კი აცხადებს, რომ „პრიგოჟინი რადიოსადგურის ხარჯზე ცოტათი კიდევ გამდიდრდება, მაგრამ ბიოგრაფიას ვერ გაითეთრებს“.

ნოემბერში ვენედიქტოვი ამბობდა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა ბიზნესმენმა ჩივილი.

„მე რომ ვიყო კერძო სამხედტო ორგანიზაცია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ამაყი ვიქნებოდი. საკითხავია, რატომ გაღიზიანდა ბიზნესმენი, როდესაც მისი სახელი ამ ორგანიზაციას დაუკავშირეს? ტყუილად გვიჩივის“,-განაცხადა მან.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,819 ნახვა
%d bloggers like this: