მედიცინა

„ომიკრონმა“ შესაძლოა, მასობრივი, საზოგადოებრივი იმუნიტეტის ძალიან ფართო ფენა შექმანას

Nusagi

„ომიკრონმა“ შესაძლოა, შექმნას მასობრივი, საზოგადოებრივი იმუნიტეტის ძალიან ფართო ფენა. 100% იქაც არ იქნება, მაგრამ შესაძლოა, მოკლე დროში 80-90% იყოს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინირებულ ქვეყნებშიც კი, მოსახლეობის ერთ მესამედს მაინც არ აქვს იმუნიტეტი. „ომიკრონის“ გავრცელებით კი შესაძლოა, საზოგადოებრივი, ჯოგური იმუნიტეტი შეიქმნას.

„ამ შტამს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ჩვენი დიდი თავის ტკივილი, მაგრამ ამავე დროს, გახდეს პანდემიის დასრულების დასაწყისი. ეს შტამი ძალიან მოკლე დროში გავრცელდა და ძალიან მოკლე დროში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის ინფიცირება მოხდა, შეიქმნება ის ჯოგური იმუნიტეტი, რომელზეც ჩვენ პირველივე დღიდან ვსაუბრობდით და რომელიც ვერა და ვერ შეიქმნა, იმის მიუხედავად, რომ ბევრმა გადაიტანა და ამას ვაქცინირებულებიც დაემატა. მაინც ვაქცინირებულ ქვეყნებშიც კი, ერთი მესამედი მაინც არ არის იმუნური – მას არც ვაქცინა გაუკეთებია და არც გადაუტანია. „ომიკრონმა“ შესაძლოა, შექმნას მასობრივი, საზოგადოებრივი იმუნიტეტის ძალიან ფართო ფენა. 100% იქაც არ იქნება, მაგრამ შესაძლოა, მოკლე დროში 80-90% იყოს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,583 ნახვა
%d bloggers like this: