პოლიტიკა

„ცხოვრებზე უფრო ბრძენ, სამართლიან მასწავლებელს ვერსად ნახავ“- საქართველოს ყოფილი პრემიერი ოთარ ფაცაცია გარდაიცვალა

Nusagi

9 დეკემბერს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ექსპრემიერის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი გახდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ის ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ოთარ ფაცაციას პრემიერის პოსტი საქართველოსთვის ყველაზე მძიმე წლებში -1993 წლის 20 აგვისტოდან 1995 წლის 5 ოქტომბრამდე ეკავა. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი.1995-1999 წლებში კი, საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ყოფილი პრემიერის მეგობრის, დავით ქობალიას მოგონებებს გამოცემა „ივერიელი“ აქვეყნებს.

„ნელ-ნელა ილევა „ბედაურთა“ ეპოქა სამეგრელოში…

ამ რამდენიმე წლის წინ ბატონი ოთარისგან ავტოგრაფიანი წიგნი „დროსთან ჭიდილში“ მივიღე საჩუქრად. წიგნი ავტობიოგრაფიულია და ცხადია, ავტორი დიდი სიფრთხილით ყვება, ბავშვობიდან მოყოლებულ, გავლილ ცხოვრების გზაზე, რომელიც მარტო ერთი ადამიანის წარსული როდია, აქ ცოცხლდება თანამედროვეს თვალით დანახული, შეულამაზებელი, მაგრამ უაღრესად საინტერესო, როგორც პირადი, ასევე ქვეყნის ისტორია. 

წიგნის კითხვისას, ისეთ ადგილებში გამიყოლია მისმა ავტორმა, ხან შიშის ჟრუანტელმა დამიარა (ისევე, როგორც ოცდარვა წლის წინ, როცა სამტრედიიდან ზუგდიდისკენ მიმავალთ, ხობში, „მხედრიონის“ პიკეტის გავლისას ავტომატის ჯერი მოგვაყოლეს და სასწაულით გადავურჩით სიკვდილს), ხანაც კიდევ, მომეფერა და დამაიმედა.

რაც უფრო მცირდებოდა წასაკითხი გვრდების რაოდენობა, მით უფრო მაწუხებდა ბავშვობაში არაერთგზის განცდილი, _ ნეტავ, მალე არ დამთავრდეს-მეთქი!

მიუხედავად ამისა, ავტორმა მოულოდნელად დაამთავრა თხრობა… გვიან შევნიშნე, მომდევნო გვერდებზე ბატონი ოთარის მეგობრები და კოლეგები ჰყვებოდნენ მასზე, მაგრამ ვერც ერთ მათგანთან ვერ ვიპოვე ის, რაც მე მინდოდა მომესმინა.

…ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როცა 90-იანი წლების დასაწყისში იმჟამინდელი საქართველოს ე.წ. „მთავრობის“ მიერ განწირული სამეგრელო დამიდგა თვალწინ და ერთ ჭირის სუფრაზე, ბატონი ოთარის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელო ჩამესმა ყურში:

„ეს იმ ხალხს გაუმარჯოს:

„ფსხაპუნთუ დო ელმოსხაპანა, ქუდუანთხუთუ დო ვეგმოსხაპანა!“ 

„ვცეკვავთ და გვეცეკვებიან, წავიქცევით და ზედ არ შეგვდგებიან!“

მახსოვს, ეს რომ მოვისმინე, ბატონ ოთარს ვკითხე: ვისგან გაქვთ -მეთქი გაგონილი… და იმწამსვე ენაზე ვიკბინე, არც მას გამორჩენია ჩემი შეცბუნება, დიდხანს არ დაუხანებია და ასე მიპასუხა:

„ცხოვრებისგან ჩემო დათო, გავლილი წლებისგან… თუ კი ძილ-ბურანში არ გაგიტარებია იგი, მასზე უფრო ბრძენ, სამართლიან მასწავლებელს და მსაჯულს ვერსად ნახავ!“

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,670 ნახვა
%d bloggers like this: