საზოგადოება

„ის, რომ მეუფე არ ხვდებათ, არის სიცრუე, მოვითხოვ საპატრიარქოდან შეიქმნას კომისია“ – მეუფე მელქისედეკი

Nusagi

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი აცხადებს, რომ მრევლს რამდენიმე კვირის წინ შეხვდა ის ინფორმაცია, რომელიც მრევლს აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც მეუფე ამბობს, დღეს ეკლესიაში მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო და ის ამ პროტესტს პოლიტიკურად მართულს უწოდებს.

„ის, რომ  მეუფე არ ხვდებათ, ეს არის სიცრუე. გასულ კვირას ვიყავი ადგილზე, დავიბარე ყველა ვისაც შეხვედრა უნდოდა, რომ მესაუბრა მათთან. ეს ხალხი ვინც იყო, არცერთი არ მოსულა იქ. ეჭვი მიჩნდება რომ ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ. მოვითხოვ საპატრიარქოდან შეიქმნას კომისია და ერთხელ და სამუდამოდ  გაირკვეს რა ხდება. არ მინდა რამე პოლიტიკური ვთქვა, მაგრამ დღევანდელ ცხოვრებაში გამორიცხული არაფერი არ არის“, – განაცხადა მელქისედეკმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,083 ნახვა
%d bloggers like this: