საზოგადოება

გამაოგნებელია პრეზიდენტის პოზიცია, ერთი ხელით კობა დავითაშვილს აჯილდოებს, მეორე ხელით ხელს უწვდის კობას მკვლელებსა და ჯალათებს – მოდით შევრიგდეთო – ნანა კაკაბაძე

Nusagi

„გამაოგნებელია პრეზიდენტის პოზიცია, ერთი ხელით კობა დავითაშვილს აჯილდოებს, როგორც რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლსა და მსხვერპლს, მეორე ხელით ხელს უწვდის კობას მკვლელებსა და ჯალათებს – მოდით შევრიგდეთო“, – ამის შესახებ „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

ნანა კაკაბაძის თქმით, პრეზიდენტმა ვერ განმარტა, რას ნიშნავს მისეული შეთანხმება და რა მოლოდინები აქვს ამ შეთანხმებისგან:

„გამაოგნებელია პრეზიდენტის პოზიცია, ერთი ხელით კობა დავითაშვილს აჯილდოებს, როგორც რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლსა და მსხვერპლს, მეორე ხელით ხელს უწვდის კობას მკვლელებსა და ჯალათებს – მოდით შევრიგდეთო. ქალბატონმა სალომემ, ასევე, ვერ განმარტა რას ნიშნავს მისეული შეთანხმება, ვერც ის განმარტა, რას ელის ამ „შეთანხმებისგან“. ღმერთო, რა გვჭირს ნეტავ, დაწყევლილია პრეზიდენტის სავარძელი?“, – წერს ნანა კაკაბაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,545 ნახვა
%d bloggers like this: