მედიცინა

გორის ჰოსპიტალი მშვენიერი საავადმყოფოა, მაგრამ აპარატურა, რომელიც სააკაშვილს სჭირდება, აქ არ არის

Nusagi

 მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ არ მიდის. ვიტყოდი, რომ მისი მდგომარეობა არის სტაბილურად არადამაკმაყოფილებელი. ისევე, როგორც წინა დღეებში, მას აღენიშნება ნეიროდეფიციტი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ, გორის სამხედრო ჰისპიტალში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ყიფშიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე წასვლას ფიქრობდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადაიფიქრა. ყიფშიძის თქმით, საააკაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მისი რჩევის შემდეგ მიიღო.

„მკურნალობის სქემასთან დაკავშირებით ექიმებს შორის დისკომფორტი წარმოიშვა. მე და ბატონ ოთარ თოიძეს გვსურს, რომ აღვუდგინოთ ის წამლები, რომლებსაც აღარ იღებს, მაგრამ, საუბედუროდ, გორის ჰოსპიტალის ექიმი უარზეა. პრეპარატების დასახელებას არ დავაკონკრეტებ. ვთხოვ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ გამოაგზავნოს სახელმწიფო კომისია, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ დანიშნულების შეცვლა, ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. აქ სუფთა სამედიცინო არგუმენტებია, არ მგონია, რომ ეს განსახილველი იყოს. ველოდებით უცხოელ ექიმებს, რადგან ვფიქრობ, რომ რაც მალე ჩამოვლენ, უკეთესი იქნება. მე არ მაქვს კარგი პროგნოზი და ეს ყველაფერი ასე არ უნდა დავტოვოთ. ჩემი აზრით, მკურნალობა ადეკვატური არ არის. საჭიროა ხარისხიანი მკურნალობა, რეაბილიტაცია და დიაგნოსტიკა. გორის ჰოსპიტალი მშვენიერი საავადმყოფოა – არაფერს ვერჩი, პირიქით, აქ ძალიან კარგი ხალხი მუშაობს, მაგრამ აპარატურა, რომელიც საჭიროა ასეთი ავადმყოფისთვის, აქ არ არსებობს. საუბარი მაქვს MRT-ზე, რომელიც ნევროლოგებისთვის არის საჭირო, რათა ნახონ, რაშია საქმე, რის შემდეგაც, შესაძლოა მკურნალობა შეიცვალოს“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,874 ნახვა
%d bloggers like this: