პოლიტიკა

„პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შერიგება არ იგულისხმება“ – კობახიძე

Nusagi

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მმართველი გუნდის ლიდერებს შორის ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში შეხვედრა დასრულდა. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მმართველი გუნდის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „როდესაც რეჟიმის ავტორს და ბელადს უწოდებენ დევნილს, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში რთულია მომავალზე საუბარი“.

„მან დააზუსტა, რომ არ იგულისხმება შერიგება პოლიტიკურ პარტიებს შორის. როგორც ასეთი ეს არ არის მიზანი ამ პროცესის. მიზანი არის საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა, რაც საკმაოდ ამბიციური მიზანია და ბუნებრივია, რთული იქნება ის პროცესი, რომელიც ამ მიზანთან არის დაკავშირებული. 

პრეზიდენტს აქვს ამასთან დაკავშირებით ხედვა და უმჯობესია, რომ დეტალებთან დაკავშირებით თავად ისაუბროს.ეს არის მისი პრეროგატივა. იმისათვის, რომ მომავალში სწორად წარიმართოს პროცესები მნიშვნელოვანია წარსულის სწორად შეფასება. 

როდესაც პოლიტიკურ დევნილს უწოდებენ ადამიანს, რომელმაც ქვეყანაში ჩაიდინა 9 წლის მანძილზეც და შემდეგაც უამრავი დანაშაული და მაგალითად, დანაშაულთა ნაწილი იყო არაერთი მედიასაშუალების მიტაცება უმძიმესი ფორმებით, ამ დანაშაულის ნაწილი იყო 10 ათასობით ადამიანისთვის ქონების, ბიზნესის წართმევა, ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება, ასევე ამ  დანაშაულების ნაწილი იყო ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება რუსეთის ფედერაციისთვის. 

როდესაც ასეთი რეჟიმის ავტორს და ბელადს უწოდებენ დევნილს, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში რთულია მომავალზე საუბარი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. მნიშვნელოვანია დამნაშავეს დაერქვას დამნაშავე და დანაშაულს დაერქვას დანაშაული. 

გავიმეორებ, აქ არ არის საუბარი შერიგებაზე პოლიტიკურ პარტიებს შორის, აქ საუბარია საერთო ეროვნული თანხმობის ზოგად, მნიშვნელოვან მიზანზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,982 ნახვა
%d bloggers like this: