ცხოველები

რუსეთში, მომაკვდავი ვირი 25-გრადუსიან სიცივეში მონასტრიდან გააგდეს

Nusagi

რუსეთში ცხოველთა დამცველები მოითხოვენ, პასუხისგებაში მიეცნენ ვლადიმირსკის ოლქში მდებარე მონასტრის ბინადრები, რომლებმაც ვირი 25 -გრადუსიან სიცივეში გარეთ გააგდეს.

ვირი , რომელსაც სახელად მოსე ერქვა, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შენიშნეს და სცადეს გადარჩენა, მაგრამ უკვე გვიან იყო. 

Говорит Москва-ს ინფორმაციით, ცხოველმა მთელი ცხოვრება სპასო-პრეობრაჟენსკის მონასტერში გაატარა. როდესაც დაბერდა და დაავადდა, მონასტერში მისგან გათავისუფლება გადაწყვიტეს და განაცხადეს, რომ „ყველაფერი ღვთის ნებაა“. 

ეპარქიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მოსე სიბერით გარდაიცვალა, თუმცა ცხოველთა დამცველები სიკვდილის მიზეზად, დაბალი ტემპერატურით გამოწვეულ ჰიპეთერმიას ასახელებენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,666 ნახვა
%d bloggers like this: