კრიმინალი

ქართველი კონტარბანდისტები დავაკავეთ – ცხინვალი

Nusagi

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, სოფელ ლოპანის მახლობლად მათ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც „საზღვარზე” კონტრაბანდული საქონლის გადატანას აპირებდნენ. ამის შესახებ 

დაკავებულები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის მკვიდრნი ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაიშვილი არიან. ისინი ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის შეტანას ცდილობდნენ. „ეს პირები სამხრეთ ოსეთში უკანონო გზით მოხვდნენ“ – აცხადებენ ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში

ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მათ ალკოჰოლური პროდუქციის და თამბაქოს ნაწარმის, ასევე „სახელმწიფო საზღვრის” უკანონო გადაკვეთა ედებათ ბრალად. 

საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს უშიშროების სამსახურმაც გაავრცელა. „უკანონო დაკავების მომენტიდან მიმდინარეობს მუდმივი კომუნიკაცია ცხელი ხაზით. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად არის ჩართული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლებისათვის მიმდინარე აქტივობებში.

უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას. უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, – აღნიშნულია სუსის განცხადებაში. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,646 ნახვა
%d bloggers like this: