საზოგადოება

„ჩინური ანდაზაა – საჭირო არაა მეთაურმა ყველაფერი იცოდეს, მაგრამ უნდა იცოდეს, ვინ იცის“ – რამაზ საყვარელიძე ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნაზე

Nusagi

„ჩინური ანდაზაა, „საჭირო არაა მეთაურმა ყველაფერი იცოდეს, მაგრამ უნდა იცოდეს, ვინ იცის“, – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ჯანდაცვის მინისტრად.

არასპეციალისტს გარკვეულ თანამდებობებზე სხვადასხვა ქვეყნებში ხშირად ნიშნავენ ხოლმე, მთავარია მას კარგი გუნდის ჩამოყალიბება და  სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეეძლოს. 

„ქვეყანაში, სადაც ამდენი ექიმია, ძნელია იმის თქმა, რა ნიშნით შეარჩია პრემიერმა ახალი ჯანდაცვის მინისტრი. ექიმების ოჯახში გაზრდილი ხალხი კი კიდევ უფრო მეტია, მეორეს მხრივ კი, მგონი არ ღირს ამხელა ემოციების ხარჯვაც. მთელ რიგ ქვეყნებში თავს არიდებენ ხოლმე ხელმძღვანელ თანამდებობაზე სპეციალისტის დანიშვნას, იმიტომ, რომ სპეციალისტს თავისი პოზიცია ექნება სფეროში და მისმა მოსაზრებამ არ გადაწონოს სხვების აზრი. 

ასეთი ნეიტრალიტეტის გამო თანამდებობაზე ირჩევენ ხოლმე არასპეციალისტს, თუმცა თუ კონკრეტულ სფეროში ჩახედული არ არის ადამიანი, მას ძალაუნებურად მოუწევს რომელიმე სამედიცინო ჯგუფთან ურთიერთობის დაჭერა და მათზე დაყრდნობა. 

ცალსახად იმის თქმა, რომ მინისტრი სპეციალისტი უნდა იყოს, ძნელია. რონალდ რეიგანი ცნობილი იყო თავისი გაუნათლებლობით, ოღონდ, ბრწყინვალედ იცოდა გუნდის წევრების შერჩევა, მათთვის ყურის დაგდება და მერე გადაწყვეტილების მიღება და ამის ხარჯზე იყო ის რეიგანი.

ჩინური ანდაზაა, „საჭირო არაა მეთაურმა ყველაფერი იცოდეს, მაგრამ უნდა იცოდეს, ვინ იცის“, ასე, რომ თუკი ეს უნარის აქვს, რომ იცოდეს, ვინ იცის და გუნდის შეკრება შეუძლია, მაშინ სპეციალობასთან მის სიშორეს უარყოფითი შედეგები არ მოჰყვება. პირიქით, შეიძლება დადებითიც იყოს, ხოლო თუ ესეც არ შეუძლია, რა თქმა უნდა, შეიძლება ცუდიც იყო“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,982 ნახვა
%d bloggers like this: