საზოგადოება

აცრის შემთხვევაში 200 ლარს 50 წელს გადაცილებული პირებიც მიიღებენ

Nusagi

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აცრის შემთხვევაში სახელმწიფოსგან 200 ლარს 50 წელს გადაცილებული პირებიც მიიღებენ. ამ დრომდე აღნიშნულ თანხას მხოლოდ 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები იღებდნენ

როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აცრის შემთხვევაში თანხის ჩარიცხვის სისტემა იანვარშიც გაგრძელდება. 

„იანვარშიც გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც გულისხმობდა აცრის შემთხვევაში 60 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის 200-ლარიან დანამატს. ამავდროულად, დაიწევს ასაკობრივი ზღვარი და აცრის შემდეგ 200 ლარი 50 წელს გადაცილებული პირებიც მიიღებენ“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ძველი ვადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემთხვევაში 200 ლარის მიღების პროგრამა 31 დეკემბრამდე იყო მოქმედი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,083 ნახვა
%d bloggers like this: