საზოგადოება

გიული ალასანია: მისი მდგომარეობა დამძიმდა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ უპირებდნენ ისევ ციხეში გადაყვანას

Nusagi

ექსპრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მას ციხეში გადაყვანა დაუპირეს.

„ჩემი ინფორმაციით გონება დაკარგა, წნევა ჰქონდა 200, მერე არ ვიცი როგორ მოხდა მისი მოსულიერება და რა მოხდა, არ ვიცი ეს დეტალები, ველოდები როდის შევლენ ნიკოლოზ ყიფშიძე და ოთარ თოიძე.

არ მომწონს, რომ არ უშვებენ მედიკოსებს. როგორც ჩანს, არ არის შესაბამის ფორმაში, არ უნდათ ალბათ, ასეთ მდგომარეობაში ნახონ.

მისი მდგომარეობა დამძიმდა მას შემდეგ, რაც გაიგო, თურმე საბუთები მოუმზადებიათ და უპირებდნენ ისევ ციხეში გადაყვანას, რომელ ციხეში გადაყვანას, მე უკვე არ ვიცი. ცოტა ხნის წინ ჩვენ მოვისმინეთ ყველამ სახალხო დამცველის კონსილიუმის აზრი, რომლებიც ერთხმად ამბობენ, რომ არავითარი ციხე ჯერ არ შეიძლება”, – განაცხადა გიული ალასანიამ „ტვ პირველთან“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,545 ნახვა
%d bloggers like this: