საზოგადოება

„ეს არ არის რეფორმა, ეს შტურმია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე“ – ლონდა თოლორაია

Nusagi

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვაზე დასასწრებად მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ხელისუფლება ახალი კანონპროექტის შედგენით დამოუკიდებელ სახელმწიფო ორგანოზე შტურმს ახორციელებს. 

„ეს არ არის რეფორმა, ეს არის შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე, რომელიც დამოუკიდებელია და თავის გადაწყვეტილებებს არავის უთანხმებდა და ეს არის შურისძიება. ამ კანონპროექტით ხდება არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვება, რაც ჩემთვის ყველაზე ნაკლებად პრიორიტეტულია ამ შემთხვევაში, არამედ ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება. 

გარდა იმისა, რომ არანაირი კონსულტაციები ყოფილა, აღნიშნული კანონპროექტი ბიუროზე გასვლის შემდეგაც კი ჩვენთვის არავის გამოუგზავნია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გონიერება ეყოფათ და ეს კანონპროექტი კანონად არ იქცევა“, – აღნიშნა ლონდა თოლორაიამ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,083 ნახვა
%d bloggers like this: