ეკონომიკა

კახა ბექაური: საქართველოს აქვს გეოგრაფიული უპირატესობა გახდეს რეგიონის ციფრული ჰაბი და Amazon-მა, Facebook-მა და Google-მა ჩვენთან გახსნან მონაცემთა გაცვლის ცენტრები

Nusagi

„მინდა, შევეხო საქართველოში ციფრული ჰაბის გაკეთების შესაძლებლობას. ეს გულისხმობს დატა ცენტრის გაკეთებას, რომელიც ფაქტობრივად, მთელ რეგიონს მოემსახურება. ციფრული ჰაბისთვის საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, გამომდინარე იქიდან, რომ ერთადერთი ქვეყანაა ევროპასთან პირდაპირი ინფრასტრუქტურული კავშირით,-ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების შემთხვევაში საქართველო პირველ ეტაპზე ნახევარ მილიარდ დოლარამდე შემოსავალს მიიღებს.

„ევროპასა და აზიას შორის დაკავშირდება 70 ტერაბიტ წამი გლობალური ინტერნეტის სიჩქარით და ევროპა-ახლო აღმოსავლეთს შორის ინტერნეტის გატარების 45%-იანი ბაზრის წილის დაკავების შესაძლებლობა არსებობს. რეგიონში ინტერნეტ ტრაფიკის ტრანზიტის 75%-ს, ცხადია, გლობალური ტექნოლოგიური გიგანტები დაიკავებენ, ისეთები როგორიცაა “ამაზონი”, “გუგლი”, “მაიკროსოფტი”, “ფეისბუქი”, “ნეტფლიქსი” და ასე შემდეგ. რეალურად არსებობს პერსპექტივა, რომ ამ კომპანიებმა საკუთარი მონაცემთა ცენტრები ან თვითონ ააშენონ ან ერთიან მონაცემთა ცენტრში განათავსონ საკუთარი სერვერები”, – განაცხადა კახა ბექაურმა პარლამენტში 2019-2020 წლების ანგარიშის წარდგენისას .

მისი თქმით, რეალურად, არსებობს პერსპექტივა, რომ საქართველოში ტექნოლოგიურმა გიგანტებმა ააშენონ მონაცემთა გაცვლის ცენტრები. როგორც ბექაური აცხადებს, ეს კომპანიები საქართველოში ინფრასტრუქტურამ და გეოგრაფიულმა უპირატესობამ უნდა მოიზიდოს, რომელიც საქართველოს გავლით ევროპას ცენტრალურ აზიასთან დააკავშირებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,545 ნახვა
%d bloggers like this: