ჯანდაცვა

„პოზიტიური დინამიკაა ახალი შემთხვევების კლების, უმჯობესდება ყველა ინდიკატორი“ – ამირან გამყრელიძე

Nusagi

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდვითარების გაუმჯობესება შეინიშნება. 

მისი თქმით, კერძოდ, იკლებს ახალი შემთხვევების რაოდენობა და დადებითობის მაჩვენებელი, ხოლო მაღალი რჩება სიკვდილიანობა, რაც საქართველოს ზღვრულ მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია.

„ზოგადად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, უფრო მეტიც, ნოემბრის შუა რიცხვებიდან არის პოზიტიური დინამიკა ახალი შემთხვევების კლების, ნელი, მაგრამ პოზიტიური. ასევე უმჯობესდება ყველა ის ინდიკატორი, რომელიც ეპიდვითარებასთანაა დაკავშირებული. მხედველობაში მაქვს, როგორც ინციდენტობა – ახალი შემთხვევების რაოდენობა, კუმულაციური ინციდენტობა, ბოლო შვიდი და ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი უკვე ჩამოსცილდა 6%-ს და 5%-ის ფარგლებშია. 

ერთადერთი, რაც ზემოთ წავიდა, არის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც მილიონ მოსახლეზე არის 17. ეს დაახლოებით 2-ჯერ მეტია ჩვენს ზღურბლოვან ინდიკატორზე“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, დეკემბერში აგრეთვე გაუმჯობესდა ვაქცინაციის მაჩვენებელი და აცრების დღიური საშუალო მაჩვენებელი 10 000-ს გაუტოლდა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,928 ნახვა
%d bloggers like this: