მედიცინა

ჯანდაცვის ახალი მინისტრი მუშაობას 30 დეკემბრიდან შეუდგება

Nusagi

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, უწყების ახალი ხელმძღვანელი, ზურაბ აზარაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას 30 დეკემბრიდან შეუდგება.

„ბატონი ზურაბ აზარაშვილი, რომელიც გუშინ სამინისტროში გახლდათ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომას ესწრებოდა. რა თქმა უნდა, ეტაპობრივად, მინისტრი ჩაერთვება სამინისტროს ყველა აქტივობაში. მომდევნო ორი დღის განმავლობაში, გვაქვს შიდა კონსულტაციები მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით. როგორც გადაწყვეტილებაა მიღებული, 30 დეკემბრიდან, მინისტრი სრულად შეუდგება საქმიანობას“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა. მისი თქმით, საქმიანობს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,921 ნახვა
%d bloggers like this: