პოლიტიკა

„კახა კუჭავასთან შედარებაც კი არ შეიძლება“ – სოსო ცინცაძე შალვა პაპუაშვილზე

Nusagi

„კახა კუჭავასთან შედარებაც კი არ შეიძლება“, – ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცინცაძემ 

პაპუაშვილმა წარდგენის დროს კარგი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციასთან თანამშრომლობა. 

„თავდაპირველად როცა გავიგე გვარი პაპუაშვილი, მივხვდი, რომ ეს ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლეოდა. კუჭავასთან შედარებაც კი არ შეიძლება, მაგრამ ის განცხადება როდესაც წარადგინეს, ერთი ფრაზა იყო რომელსაც ყურადღება მივაქციე, მან პარლამენტის მუშაობის ეფექტზე ილაპარაკა, მანდ თითქოს ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მიზანი იქნება ოპოზიციასთან თანამშრომლობა, ვინაიდან ოპოზიციის გარეშე სრულფასოვანი პარლამენტი არ იქნებაო. 

ეს ფრაზა, რომ ოპოზიციას ამხელა მნიშვნელობა აქვს პარლამენტის როგორც ინსტიტუტის სახისთვის, ეს ადრე არც კობახიძისგან მომისმენია, შეიძლება ეს შემთხვევითი ფრაზა იყო, მაგრამ თუ „ქართულ ოცნებას“ უნდოდა ლიბერალი ლიბერალით შეეცვალა, არ მგონია „ოცნების“ რიგებში პაპუაშვილზე უფრო მეტად ლიბერალი არ მოიძებნებოდა. 

ყოველ შემთხვევაში ყველა ამ მკითხაობას და ეჭვებს ნისლი ჩამოსცილდება და გაიფანტება 11-12 იანვარს ხაზარაძე-ჯაფარიძის პროცესის შემდეგ. კულუარული ხმები დადის, რომ თითქოს კახა კუჭავამ უნდა შეცვალოს ღარიბაშვილი. კუჭავას გაპრემიერება ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლო პროცესი“, – აცხადებს პაპუაშვილი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,141 ნახვა
%d bloggers like this: