უცხოური მედია

როგორ ნიღბებს უწევენ რეკომენდაციას ექსპერტები ომიკრონის წინააღმდეგ

Nusagi

ჯანდაცვის ექსპერტები მოსახლეობას თხოვენ, უარი თქვან ქსოვილის ნიღბებზე, რადგან ის ომიკრონთან სრულიად უძლურია. 

ექსპერტები აცხადებენ, რომ ქსოვილისგან შეკერილი ნიღბები სახის მოსართავია და COVID-19-ის ახალი ვარიანტის, ომიკრონის სწრაფი გავრცელების ფონზე, მათი ადგილი არ არის. 

„აუცილებელია ვატაროთ მინიმუმ სამშრიანი ქირურგიული ნიღბები“,-აცხადებს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის ანალიტიკოსი ლეანა ვენი. საუბარია სამედიცინო ნიღბებზე, რომელიც აფთიაქებში ყველასთვის ხელმისაწვდომია. 

„თქვენ შეგიძლიათ ატაროთ ქსოვილის ნიღბები ქირურგიულის ზემოდან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მხოლოდ ქსოვილი“,-აცხადებს პროფესორი. 

ცნობისთვის, ომიკრონის აღმოჩენამდე, ოქტომბერში აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა რეკომენდაცია გასცა, ისეთი ნიღბების ტარებაზეც, რომელიც ირეცხება და ისეთი მატერიისგან არის შეკერილი, რომელიც სუნთქავს. 

პროფესორი ვენი რეკომენდაციას უწევს KN95 ან N95 ნიღბებს. მისი თქმით, დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ტიპის ნიღბების შოვნა გართულებული იყო. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,874 ნახვა
%d bloggers like this: