პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – თუ თქვენ პრინციპულობას სიხისტეს ეძახით, დიახ, ალბათ ვარ ხისტი, თუ სიმართლის თქმას, სიხისტეს ეძახით, დიახ, ხისტი ვარ, თუმცა ამ ყველაფერში გულწრფელი ვარ

Nusagi

თუ თქვენ პრინციპულობას სიხისტეს ეძახით, დიახ, ალბათ ვარ ხისტი; თუ იმ სიმართლის თქმას, რისიც მჯერა, სიხისტეს ეძახით, დიახ, ხისტი ვარ. თუმცა ამ ყველაფერში გულწრფელი ვარ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც თავმჯდომარის პოსტზე მისი არჩევის პროცედურა მიმდინარეობს.

ოპოზიციის შეფასებებზე, რომ პაპუაშვილი ხისტია, ის ამბობს, რომ „მთავარია, ადამიანი გულწრფელი იყოს“.

„ვფიქრობ, ეს არის მთავარი, რომ ადამიანი გულწრფელი იყოს თავის სიტყვებსა და საქმეში. რასაც აქამდე ვამბობდი და ვიტყვი ამის შემდეგ, იქნება ის სიმართლე, რისიც მჯერა და პირდაპირი დამოკიდებულება, რაც მექნება. დარწმუნებული ვარ, აქამდეც ეს აღქმა იყო, რომ გულწრფელი დამოკიდებულება მქონდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და გიზიარებდით, მათ შორის პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამაგალითოა ის დამოკიდებულება, რაც ოპოზიციონერ დეპუტატებს კახა კუჭავას მიმართ აქვთ.

„უპირველეს ყოვლისა, ძალიან მიხარია ის თბილი სიტყვები, რომლებიც თქვენგან ისმის კახა კუჭავას მიმართ. სამაგალითოა როგორც თქვენი დამოკიდებულება მის მიმართ, ასევე ის ღირსეული თავმჯდომარეობა, რომელიც კახა კუჭავამ გასწია. კახასთან 20-წლიანი მეგობრობა მაკავშირებს, ამიტომ აქვე გეტყვით, რომ ის არც ჩვენი გუნდიდან გამქრალა და მით უმეტეს, არც ჩემი ცხოვრებიდან. ასე რომ, მიხარია, რომ ოპოზიციის მხრიდან ასეთი დამოკიდებულებაა კახას მიმართ. დიდი მადლობა მას, ვინაიდან, მისგან, როგორც მეგობრისგან, მათ შორის პოლიტიკაში, დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურა მიმდინარეობს. პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატების კითხვებს თავმჯდომარეობის კანდიდატი შალვა პაპუაშვილი პასუხობს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,035 ნახვა
%d bloggers like this: