პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ყველა გამოწვევასთან გამკლავებაში ქართველი ხალხის და ხელისუფლების მოკავშირეები იყვნენ ჩვენი ექიმები, პოლიციელები, ჯარისკაცები, პედაგოგები. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით ედგა სახელმწიფოს ამ ურთულეს პერიოდში

Nusagi

,,ეს წელი, დამოუკიდებლობის შემდეგ, იყო ერთ-ერთი ურთულესი ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოება ერთდროულად იდგა ოკუპაციის, პანდემიის, ეკონომიკური გამოწვევებისა და თავსმოხვეული პოლარიზაციის წინაშე.’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავჯდომარედ წარდგენის დროს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, მიუხედავად მძიმე პერიოდისა, გუნდის ხელმძღვანელობით, მათ მოახერხეს მშვიდობის შენარჩუნება, პანდემიის რამდენიმე ტალღის გადალახვა, ქვეყნის ეკონომიკა დაუბრუნეს პანდემიამდე მდგომარეობას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სათანადო ჩატარებით შემქნეს, მყარი საფუძველი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის.

,,მიუხედავად ამ ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობით – შევინარჩუნეთ მშვიდობა, უკან დახევის გარეშე, – გადავლახეთ პანდემიის რამდენიმე მძიმე ტალღა, – ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნეთ პანდემიამდე მდგომარეობას, – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სათანადო ჩატარებით შევქმენით მყარი საფუძველი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის.’’

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეობის კანიდატმა შალვა პაპუაშვილმა, ხელისუფლების მოკავშირეობისთვის და ყველა სირთულის გადალახვისთვის მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს, ექიმებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, პედაგოგებს.

,,ყველა ამ გამოწვევასთან გამკლავებაში ქართველი ხალხის და ხელისუფლების მოკავშირეები იყვნენ ჩვენი ექიმები, ჩვენი პოლიციელები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პედაგოგები. დიდი მადლობა მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით ედგა სახელმწიფოს ამ ურთულეს პერიოდში.’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,928 ნახვა
%d bloggers like this: