სელებრითები

10-წლიანი დავის შემდეგ, შვარცნეგერი ცოლს გაშორდა, ისინი $400 მლნ დოლარის ქონებას იყოფდნენ

WASHINGTON - FEBRUARY 22: California Governor Arnold Schwarzenegger and wife Maria Shriver arrive for a black-tie dinner at the White House on February 22, 2009 in Washington, DC. The Obamas are giving their first formal White House dinner as hosts to the National Governors Association which has been holding their 2009 winter meeting discussing Obama's stimulus program, health care, infrastructure and education. (Photo by Mike Theiler-Pool/Getty Images) *** Local Caption *** Maria Shriver;Arnold Schwarzenegger
Nusagi

28 დეკემბერს ლოს-ანჯელესის უმაღლესმა სასამართლომ ოფიციალურად დაასრულა გაყრის პროცესი ჰოლივუდის ვარსკვლავ, მსახიობ არნოლდ შვარცნეგერსა და მის მეუღლე მარია შრაივერს შორის. „მოტივაციის არარსებობის გამო“, პროცესი 10 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. მიზეზად ასევე დასახელდა მეუღლეებს შორის დავა 400 მლნ დოლარის ქონებაზე.

TMZ-ს ინფორმაციით ქონება შუაზე გაიყო.

გაყრის შესახებ ვარსკვლავური ოჯახის გადაწყვეტილების შესახებ 2011 წელს გახდა ცნობილი. მაშინ მსახიობმა ოფიციალური განცხადება გააკეთა მეუღლესთან დაშორების შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით, უთანხმოების მიზეზი გახდა შვარცნეგერის უკანონო ვაჟი, რომელიც მას მოსამსახურემ გაუჩინა. მედიის ცნობით, ქალი მსახიობის ოჯახში 20 წელი მუშაობდა და მხოლოდ 2011 წელს დატოვა სამსახური.

არნოლდ შვარცნეგერმა მარია შრაივერი 1977 წელს გაიცნო. მარია აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის დისშვილია. 1986 წელს ისინი დაქორწინდნენ. მათ ოთხი შვილი ჰყავთ. .

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,545 ნახვა
%d bloggers like this: