ხელოვნება და კულტურა

პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტი „გვიყვარდეს ერთმანეთი“ 00:00 საათიდან გაიმართება

Nusagi

საახალწლო გალაკონცერტი „გვიყვარდეს ერთმანეთი“ პირველი რესპუბლიკის მოედანზე დღეს 00:00 საათიდან გაიმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების მუსიკალური პროგრამა აგებულია საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ მელოდიებზე. მათივე ცნობით, პროექტის განხორციელებაში ჩართულია 300-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის, ორკესტრისა და ბენდის მუსიკოსები, წამყვანები, ვოკალისტ შემსრულებლები, გუნდები, ანსამბლები, დიზაინერები და სხვა მომიჯნავე დარგის სპეციალისტები.

„სცენაზე საზოგადოების წინაშე წარდგება ხუთი წამყვანი – ნიკა წულუკიძე, ნანიკო ხაზარაძე, აპოლონ კუბლაშვილი, მარიამ ჯოლოგუა და ლიზა წიკლაური; გალაკონცერტის მთავარი დირიჟორი იქნება ნიკა ნიკვაშვილი, ორკესტრი, ოთხი ბენდის მუსიკოსი, მოწვეული სოლისტ-ინსტრუმენტალისტი, 30-მდე სოლისტი, 15-მდე ანსამბლი და საგუნდო კოლექტივი. პროექტში ჩართულია სხვადასხვა თაობისა და მუსიკალური მიმართულების წარმომადგენლები.

პროექტში მონაწილეობენ სამების საკათედრო გუნდი, ანსამბლი „ბასიანი“, ანსამბლი „ქართული ხმები“, ანსამბლი „ჰერიო“, ანსამბლი „ალილო“, „თეატრალურის კვარტეტი“, ანსამბლი „ფორტე“, მომღერალ გოგონათა ჯგუფი, ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლები, The Quintessence, Georgian Six, ახალგაზრდული კაპელა, ბიჭუნათა გუნდი, ნუკრი კაპანაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ანრი ჯოხაძე, გიორგი მეფისაშვილი, „რანინას“ მომღერლები, ქრისტინე იმედაძე, თაკო გაჩეჩილაძე, გიორგი ჭოხონელიძე, ლუკა ჭოხონელიძე, არჩილ ნიჟარაძე, ბადრი ჩიხიაშვილი, თიკა მახალდიანი, დათუნა სირბილაძე, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ნათია დუმბაძე, მიხეილ სულუხია, ნინო ძოწენიძე, სოფო გელოვანი, ნათია პერანიძე, მიშო ჯავახიშვილი, სოფო ბედია, ელენე ფოჩხუა, ანი კეკუა, მანანა თოდაძე, აჩი მეფარიძე და ნატო გელაშვილი.

კონცერტის მონაწილეები სპეციალურად ამ დღისთვის ქართველი დიზაინერების სამოსით იქნებიან წარმოდგენილი, რაც ხელს შეუწყობს ქართული მოდის ინდუსტრიის პოპულარიზაციას.

პროექტის ხელმძღვანელია ნინო ნოდია, კონცეფციის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია ბაკურ ბაკურაძე, პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია ქეთი გაბისიანი, ხოლო სცენის დეკორაციის ესკიზი ეკუთვნის მხატვარ თამარ ფოცხიშვილს“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,615 ნახვა
%d bloggers like this: