პოლიტიკა

ყველა ჭკუასუსტი მგონია ვინც მოგვმართავს, რატომ ჩამოიყვანეთ სააკაშვილი თუ არ შეგეძლოთ მისი დაცვაო

Nusagi

ყველა ჭკუასუსტი მგონია ვინც მოგვმართავს, რატომ ჩამოიყვანეთ სააკაშვილი თუ არ შეგეძლოთ მისი დაცვაო, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

“მე ვიცოდი, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებდა ქვეყანაში დაბრუნებას. ამის შესახებ მას საჯარო განცხადებებიც აქვს გაკეთებული და პრივატულ საუბრებშიც ბევრჯერ უსაუბრია ჩემთან ერთად და ჩემ თანაგუნდელებთან ერთად. მაგრამ მისი გეგმა რა იყო და როგორ აპირებდა ამის განხორციელებას, ეს არც მე შეიძლება მცოდნოდა და ყველა ჭკუასუსტი მგონია ვინც ამბობს და მოგვმართავს, რომ რატომ ჩამოიყვანეთ თუ არ შეგეძლოთ მისი დაცვაო ან რატომ არ უზრუნველვყავით მისი თავისუფლება. არ მესმის საერთოდ,” – თქვა ეკა ხერხეულიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,790 ნახვა
%d bloggers like this: