ჯანდაცვა

ახალი წლის დღეებში საქართველოში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 232 შემთხვევა დაფიქსირდა

Nusagi

ახალი წლის დღეებში საქართველოში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 232 და კვებითი ინტოქსიკაციის 41 შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს.

ალკოჰოლის ინტოქსიკაციის შემთხვევებიდან თბილისში 97 გამოვლინდა, რომელთაგან ჰოსპიტალიზებულია 20 პაციენტი. რეგიონში გამოვლენილია ინტოქსიკაციის 134 შემთხვევა, ჰოსპიტალიზებულია 40 პაციენტი.

თბილისში კვებითი ინტოქსიკაციის 12 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ჰოსპიტალიზებულია სამი პაციენტი.

რაც შეეხება რეგიონებს, კვებითი ინტოქსიკაციის 29 ფაქტი გამოვლინდა, ჰოსპიტალიზებულია 12 პაციენტი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,615 ნახვა
%d bloggers like this: