ჯანდაცვა

ივანე ჩხაიძე: ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სტაბილურად უმჯობესდება

Nusagi

ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სტაბილურად უმჯობესდება, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„27 სექტემბრის შემდეგ, 800-ზე ნაკლები ინფიცირებული ერთი დღის განმავლობაში საქართველოში არ ყოფილა. კიდევ ერთი კრიტერიუმი – 7 დღის განმავლობაში ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი პირველად ჩამოცდა 2000-ის ფარგლებს. ბოლოს ასეთი შემთხვევა ოქტომბრის დასაწყისში იყო. ამ პარამეტრებით ეპიდსიტუაცია, გაცილებით უფრო დადებითად შეიძლება შეფასდეს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,545 ნახვა
%d bloggers like this: