მედიცინა

ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით 30 ადამიანი დაშავდა

Nusagi

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელ გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში, 31 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 30 შემთხვევა დაფიქსირდა.

მისივე თქმით, ყველა პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. გუგა ქაშიბაძე მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

„31 დეკემბრიდან დღემდე 30 პაციენტს მოემსახურა დამწვრობის ცენტრი. აქედან ორ შემთხვევაში, რვა და ცხრა წლის ბავშვებში სერიოზული მდგომარეობა იყო. ისინი წვანან დამწვრობის ცენტრის სტაციონარში. მათი მდგომარეობა არის სტაბილური. დამწვრობა აქვთ მიღებული მტევნებსა და სახის არეში. დანარჩენი პაციენტები გაეწერენ ამბულატორიულად.

კიდევ ერთხელ მინდა, უმორჩილესად გავაფრთხილო მოსახლეობა, რომ ნუ გამოიყენებენ პიროტექნიკას. ჩემი აზრით, საერთოდ უნდა აიკრძალოს პიროტექნიკის გამოყენება, რადგან ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ოჯახის უფროსს საჩუქრად მიაქვს ბავშვებისათვის. მესმის, კანონი კრძალავს არასრულწლოვანისთვის მიყიდვას, მაგრამ დღესდღეობით ალბათ დამერწმუნებით, რომ ბავშვებშიც, სამწუხაროდ, ხელმისაწვდომია პიროტექნიკა. ძალიან ბევრ ქვეყანაში პიროტექნიკის გამოყენება კანონით აკრძალულია, მაგალითად, ინგლისში“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,083 ნახვა
%d bloggers like this: