სპორტი

გარდაიცვალა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ სანეევი

Nusagi

76 წლის ასაკში გარდაიცვალა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მძლეოსანი ვიქტორ სანეევი. ის საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად იყო აღიარებული.

ვიქტორ სანეევი იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენის, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების, ღირსების ორდენის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, 90-იანი წლებიდან ავსტრალიაში ცხოვრობდა. 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადაზე იყო საქართველოს ოლიმპიური ატაშე.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ვიქტორ სანეევის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,955,035 ნახვა
%d bloggers like this: