საზოგადოება

ვე­რას­დროს ვნა­ხავ­დი ამ­დენ ბო­რო­ტე­ბას, ცუდ ადა­მი­ანს, შუ­რის­ძი­ე­ბის სურ­ვილს, რაც საქართველოში ვნა­ხე!

Nusagi

“წარ­მო­უდ­გენ­ლად მძი­მე წელი იყო, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ბი­ოგ­რა­ფი­ულ მა­სა­ლებ­ში შე­იძ­ლე­ბა დავ­წე­რო…“ – ასე იწყებს გა­სუ­ლი წლის შე­ჯა­მე­ბას “ინ­სტაგ­რამ­ზე” გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში უკრაინელი ლიზა იას­კო, რომელიც სააკაშვილმა თავის მეორე ცოლად გააცნო საზოგადოებას.

“ეს იყო გა­მარ­ჯვე­ბე­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის, ახა­ლი მიღ­წე­ვე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი სი­მაღ­ლე­ე­ბის და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის აღ­მავ­ლო­ბის წელი, მაგ­რამ იყო ბევ­რი დარ­ტყმა, გა­ცი­ლე­ბით მეტი, ვიდ­რე კარ­გი ამ­ბე­ბი. ბო­რო­ტე­ბის, ინ­ტრი­გე­ბის, ადა­მი­ა­ნე­ბის ღა­ლა­ტის ოდე­ნო­ბამ, რაც წლის და­სა­წყის­ში და­ი­წყო და სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ დრა­მა­ტულ მოვ­ლე­ნე­ბამ­დე გაგ­რძელ­და, ბოლო თვე­ებ­სა და კვი­რებ­ში კი დრა­მა­ტუ­ლად იმა­ტა. არ დავ­მა­ლავ, რომ ჩემ­თვის, რო­გორც ადა­მი­ა­ნის­თვის, ვი­საც სი­კე­თის სჯე­რა, ეს არ იყო ად­ვი­ლად მი­სა­ღე­ბი”, – წერს ლიზა იას­კო და აღნიშნავს, რომ მას თა­ვად არ აურ­ჩე­ვია სა­ქარ­თვე­ლოს შემ­ზა­რა­ვი მოვ­ლე­ნე­ბი­სა და სი­ძულ­ვი­ლის შუ­ა­გულ­ში ყოფ­ნა.

“ჩემი არ­ჩე­ვა­ნი არ ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს შემ­ზა­რა­ვი მოვ­ლე­ნე­ბი­სა და სი­ძულ­ვი­ლის შუ­ა­გულ­ში ყოფ­ნა. ცალ­კე ვი­ტყვი, რომ ვე­რას­დროს ვნა­ხავ­დი ამ­დენ ბო­რო­ტე­ბას და ცუდ ადა­მი­ანს, შუ­რის­ძი­ე­ბის სურ­ვილს, რაც იქ ვნა­ხე! ასე­ვე არ ამირ­ჩე­ვია ის ადა­მი­ა­ნე­ბი და მათი საქ­ცი­ე­ლი, ვინც მე და ჩემს ახ­ლობ­ლებს ბო­რო­ტად გვექ­ცე­ვა. მაგ­რამ მჯე­რა, რომ ის დიდი ფასი, რაც გა­ღე­ბუ­ლია, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ტანს შე­დეგს და დად­გე­ბა დრო, რო­დე­საც ახა­ლი რე­ა­ლო­ბა შე­იქ­მნე­ბა. და ეს იქ­ნე­ბა ის, რი­სიც მჯე­რა და ავირ­ჩევ – ეს არის სი­კე­თე და სიყ­ვა­რუ­ლი. და ბრძო­ლა, რო­მე­ლიც მო­ი­ტანს შე­დეგს. არა “ფე­ის­ბუქ­ზე” სი­ყალ­ბის გა­მო­ფე­ნა, არა­მედ ის, რაც რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბაა…” – ამ­ბობს იას­კო.

წე­რი­ლის და­სას­რულ­ში კი წერს, რომ უკ­რა­ი­ნა – მისი სამ­შობ­ლო მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტად უყ­ვარს. ის ისე ას­რუ­ლებს თა­ვის წე­რილს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არ ახ­სე­ნებს და არც ახალ წელს ულო­ცავს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,545 ნახვა
%d bloggers like this: