საზოგადოება

37 წლის ბიზნესმენის, ირაკლი ჭკადუას გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, პოსტკოვიდური გართულება იყოს

Nusagi

თბილისში, დღეს, გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი ოჯახმა სახლში იპოვა. როგორც “პრაიმტაიმს” ახლობელი უყვება, 37 წლის ირაკლი ჭკადუამ კორონავირუსი 1 თვის წინ გადაიტანა, თავს ნორმალურად გრძნობდა, თუმცა მოულონელა მისი ცხედარი საწოლში ოჯახის წევრმა ნახა.

ის ჯერ თავდაცვის სამინისტროს გენ ინსპექციის თანამშრომელი იყო, მერე კი კერძო ბიზნეს საქმიანობა წამოიწყო და კომპანია AWARD-ის დამფუძნებელი იყო.

“ჩემი სვანი ძმა იყო… გული მოგვაძრო ყველას” – რა გახდა 37 წლის ირაკლი ჭკადუას მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი
“უნიჭიერესი ახალგაზრდა დავკარგეთ ამ დილას. ირაკლი ჭკადუამ კორონავირუსი 1 თვის წინ გადაიტანა, თავს ნორმალურად გრძნობდა, მაგრამ დღეს, მისმა ოჯახის წევრმა საკუთარ საძინებელში, საწოლში გარდაცვლილი ნახა.
ექსპერტიზა ცოტა ხნის წინ დაიწყო, მალე გახდება ცნობილი კონკრეტულად რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, თუმცა ჩვენი აზრით, მისი მგომარეობა პოსტვირუსულ პროცესში გართულდა.
ყველას გთხოვთ, ვაქცინა დროულად გაიკეთეთ. აუცილებლა აიცერით, ვინ იცის, ირაკლი რომ აცრილიყო ასე არ მოხდებოდა და 37 წლის კაცი საიქიოში არ გადაინაცვლებდა.
ირაკლი ძალიან განათლებული იყო, საჯარო სამსახურშიც წარმატებულად საქმიანობდა და ბიზნესშიც, მაგრამ არაფერს ფასი არ ჰქონია. საწყალი ისე დაიღუპა ცოლ-შვილის არ ჰყოლია.
სანამ პანდემია მძვინვარებს, გთხოვთ ყველას, ნუ გარისკავთ საკუთარი სიცოცხლით, გვაკმარეთ ახლობლებს ამდენი დატირება და მიაკითხეთ ვაქცინაციის პუნქტებს.
ჩვენს ირაკლის აღარაფერი ეშველება, მაგრამ სხვა ბევრი სიცოცხლე გადარჩენა.” – ამბობს გარაცვლილის ახლობელი.

პრაიმ ტაიმი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,666 ნახვა
%d bloggers like this: