საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია, რომ აშშ-ის საელჩოს შეფასება სწორი და არგუმენტირებულია

Nusagi

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით აშშ-ის საელჩოს შეფასება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონებთან დაკავშირებით სწორი და არგუმენტირებული არაა.

„ასეთ ხისტ შეფასებებს ნამდვილად არ ვეთანხმები. არ მგონია, რომ ეს არის სწორი და არგუმენტირებული. მიუხედავად შეუთანხმებლობისა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლები და ზოგადად, ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელიც საქართველოს შემდგომი განვითარებისა და პროგრესისთვის მთავარი ორიენტირია, საწინააღმდეგოში დავარწმუნოთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

აშშ-ის საელჩომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონებთან დაკავშირებით, განცხადება 3 იანვარს გამოაქვეყნა. საელჩოს შეფასებით, „მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას და ძირითად თავისუფლებებს“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,175,037 ნახვა
%d bloggers like this: