Uncategorized

„სააკაშვილი ახლა ეკონომიკურ პროგრამას წერს, რომელიც სიღარიბის დაძლევისკენაა მიმართული“ – ეკა ხერხეულიძე

Nusagi

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 ციხეში მოინახულა.

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი ფიზიკურად შედარებით უკეთესად გამოიყურება და პოლიტიკურად აქტიური რჩება. 

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ეკონომიკურ პროგრამას წერს, რომელიც ქვეყანაში სოციალური პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. 

„ის ხვალ ელოდება სახელმწიფო ინსპექტორს გორში წამების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში ელოდება, რომ გამოიკითხება. 

ის აპირებს, რომ ჩვენება მისცეს საპარლამენტო კომისიას და მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას ეს კომისია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ის პოლიტიკურად აქტიური რჩება, მან უკვე გააცნო საზოგადოებას დასავლური მანიფესტი ახლა კი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც სიღარიბისა და გაჭირვების დაძლევისკენაა მიმართული“, – აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,446 ნახვა
%d bloggers like this: