პოლიტიკა

ქალბატონო ელჩო, შეისწავლეთ საქართველოს ისტორია, რომ აღარ დაუშვათ ასეთი უხეში შეცდომა

Nusagi

ჟურნალისტი ნუკა არველაძე აშშ-ის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება და წერს:

“ქალბატონო დეგნან – საკუთარ თვალს არ დავუჯერე, როდესაც ეს განცხადება თქვენი
საელჩოს ოფიციალურ გვერდზე წავიკითხე, მეგონა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სტატუსს ვკითხულობდი!

თქვენი განცხადება არაფრით განსხვავდებოდა რადიკალური ოპოზიციური პარტიის რიტორიკისგან ერთი-ერთში, ერთი და იგივე სიტყვებიც კი თქვენ ფაქტობრივად თავდასხმა განახორციელეთ საქართველოში დიდი უმრავლესობით და ლეგიტიმაციით არჩეულ მმართველ გუნდზე და მთავრობაზე!

ბევრი ვიფიქრე და მინდა ვიცოდე, რა დამოკიდებულება გაქვთ ზოგადად საქართველოს მიმართ, მას როგორი ქვეყნის მნიშვნელობას ანიჭებთ?

რა არის თქვენთვის საქართველო? ქვეყანა თუ ტერიტორია, როგორც მას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი და კრიმინალი, ასი ათასობით ადამიანის უფლება შემლახველი სააკაშვილი მოიხსენიებს???

ეჭვი მრჩება, რომ თქვენ გარკვეულად ანგაჟირებული ხართ და დავალებული მასთან ალბათ.. რადგან არანაირ ლოგიკაში არ ჯდება თქვენგან, როგორც დიპლომატისგან ქვეყნის მართვაში ასეთი უხეში ჩარევა და დატუქსვა!

ქალბატონო ელჩო კარგად შეისწავლეთ საქართველოს ისტორია, შეისწავლეთ რადგან აღარ დაუშვათ ასეთი უხეში შეცდომა მისი ხალხის მიმართ!

და სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ ასეთი უხეში და უკვე არაერთი თქვენი პოზიციის გამო თქვენ ჩვენს ქვეყანაში აკნინებთ დიადი ამერიკის სახელს და მნიშვნელობას!”– წერს ნუკა არველაძე.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი ადამიანისთვის საქართველოში, გაუგებარია ეს დამოკიდებულება და საელჩოს ეს პოზიცია მითუმეტეს მაშინ, როცა საკითხი არანაირ დემოკრატიულ შეფერხებას არ მოიაზრებს!

ამას თუ მიზანმიმართულად არ აკეთებთ, რომ საქართველო ასე ირიბად რუსეთის უხეშ თამაშებში ჩაითრიოთ!

რადგან კარგად მოგეხსენებათ რა როლი აქვს ამ პატარა, მაგრამ დიდებულ ქვეყანას გლობალურ პოლიტიკაში და გეოგრაფიულ მდებარეობაში!
ევროპა აზიის გასაყარზე არ გაქრება ქვეყანა სახელად საქართველო და ის არასოდეს იქცევა ერთ ზოლად და ტერიტორიად! გმადლობთ ყურადღებისთვის!”– წერს ნუკა არველაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,035 ნახვა
%d bloggers like this: