მედიცინა

გახსოვთ, რომ ვამბობდი, ვისაც კოვიდი დაგემართებათ, თქვენი სპერმის ამბავი ვერ იქნება კარგად მეთქი

Nusagi

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ მისი შარშანდელი პროგნოზი კოვიდგადატანილების უშვილობასთან დაკავშირებით, გამართლდა.

„გახსოვთ, შარშან რომ ვამბობდი: ხალხნო, ვისაც კოვიდი დაგემართებათ, თქვენი სპერმის ამბავი ვერ იქნება კარგად. ანუ ბავშვს ვერ გააკეთებთ მეთქი.

დამესვნენ, გადამიარეს, პროფესორ კაცს შენობით მომმართავდნენ… გადავხედე ვიდეოს, რამეს ცუდად ხომ არ ვამბობ მეთქი. ვაქცინის კვლევები მაშინ არ იყო და ვამბობდი, სანამ დაგემართებათ კოვიდი, გააკეთეთ ბავშვები, რადგან კვლევებია, რომ სპერმაც ზიანდება და იმპოტენციას იწვევს მეთქი. 

საუბარია 10 პროცენტზე. ყველამ თავის თავზე მიიღო, მწერდნენ, მამაკაცი ვარ, გადავიტანე კოვიდი და ბავშვი აღარ მეყოლებაო? ჩემზე იყვნენ გაბრაზებულები. ახლა კი, ის ადამიანები, ვინც მაკრიტიკებდა, დებენ სტატიებს, რომ თურმე გამრავლებაზე მოქმედებსო“,-ამბობს ფხაკაძე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,141 ნახვა
%d bloggers like this: