ჯანდაცვა

„კამერუნის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „ომიკრონი“ – მაკა ბულეიშვილი

Nusagi

ეპიდემიოლოგმა, პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, „ომიკრონის“ და საფრანგეთში დაფიქსირებული ახალი შტამის შესახებ ისაუბრა. 

როგორც მაკა ბულეიშვილი აღნიშნავს, „ომიკრონი“ იანვრის ბოლოს დომინანტი შტამი გახდება და დელტას  ჩაანაცვლებს. 

ეპიდემიოლოგმა მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ და ვაქცინაციისკენ მოუწოდა. 

„ომიკრონი“ გვიტევს. „ომიკრონის“ შემოტევა მზარდია, თუმცა მედიცინა მას უნდა გაუმკლავდეს. წინა კვირაში შედარებით სტაბილური მდგომარეობა იყო, მაგრამ ბოლო დღეებია ისევ შეინიშნება სერიოზული მატება. ცხადია, ეს ყველაფერი დაკავშირებულია მობილობასთან. ნაკლებად ხდება პირბადის ტარება. ეს კი მთავარი საკითხია.

გასაგებია, რომ მოსახლეობა დაიღალა და ამასთან, სადღესასწაულო დღეებია, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ რეკომენდაციები დავიცვათ. ესაა ერთადერთი გამოსავალი, რომ სტაბილური მდგომარეობა შევინარჩუნოთ. მისი გავრცელების გამო შესაძლოა, შემდეგ კვირას უფრო არასახარბიელო მაჩვენებელი გვქონდეს“, – აცხადებს მაკა ბულეიშვილი.  

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,545 ნახვა
%d bloggers like this: