პოლიტიკა

ყაზახეთში მთავრობა გადადგა, აიკრძალა მასობრივი შეკრებები, გამოცხადდა კომენდანტის საათი

Nusagi

ყაზახეთში მთავრობა გადადგა. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. მანამდე ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე “კომენდანტის საათი” დაწესდა და აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

„მთავრობისა და სამხედრო ოფისებზე თავდასხმის მოწოდებები აბსოლუტურად უკანონოა“, – აღნიშნა თოყაევმა რამდენიმე საათით ადრე ვიდეომიმართვაში.

ამასთან, დემონსტრანტების მერის ოფისში შეჭრის თავიდან ასაცილებლად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ქვეყნის მთავრობამ სამშაბათს თხევადი ბუნებრივი აირის ფასის მატების შესახებ განცხადება გაავრცელა, რამაც მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,790 ნახვა
%d bloggers like this: