უცხოური მედია

ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

Nusagi

დემონსტრანტებმა ყაზახეთის ქალაქ ალმათში, შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონულ ოფისში შეჭრა სცადეს, – ამ ინფორმაციას Sputnik Kazakhstan ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უშიშროების ძალები რაიონული ოფისის სახურავზე იმყოფებიან და შენობას იცავენ. იქამდე კი აქტივისტებმა შენობის დაწვა სცადეს.

პარალელურად გავრცელდა ცნობა, რომ საპროტესტო აქციების ფონზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გათიშეს.

მედიის ცნობით, დემონსტრანტებმა ქალაქში დაქვეს ასზე მეტი მანქანა და მაღაზია. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ 500 მოქალაქეს, მათ შორის ქალებს და მოხუცებს.

ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ღონისძიება ითვალისწინებს “კომენდანტის საათს” 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, მასობრივი ღონისძიებებისა და გაფიცვების აკრძალვას, იარაღის, საბრძოლო მასალისა და ალკოჰოლის რეალიზაციის აკრძალვას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა კი გაძლიერებულია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,545 ნახვა
%d bloggers like this: