სპორტი

ნოვაკ ჯოკოვჩს ავსტრალიაში შესვლაზე უარი ეთქვა

Nusagi

ჩოგბურთის ვარსკვლავს, ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიაში შესვლაზე უარი ეთქვა, ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც ავსტრალიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ვერ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რატომ არ აქვს ჩატარებული კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ მას აქვს სამედიცინო მტკიცებულება, თუ რატომ არ იტარებს ვაქცინაციას. სპორტსმენი მელბურნის აეროპორტში რამდენიმე საათის განმავლობაში დააყოვნეს. ადვოკატმა სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა.

სერბეთის პრეზიდენტმა მომხდარი სპორტსმენზე ძალადობად შეაფასა და აღნიშნა, რომ მთელი სერბეთი მხარს უჭერს ჯოკოვიჩს. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა კი აღნიშნა, რომ წესი ყველასთვის წესია. სპორტსმენი ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობას გეგმავდა. ჩემპიონატი 17 იანვარს იწყება. ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობა ცხრაჯერ აქვს მოგებული.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,955,023 ნახვა
%d bloggers like this: