უცხოური მედია

ყაზახეთის მოსახლეობას ტელევიზიიდან აცნობეს, რომ ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს

Nusagi

დღეს დილით ალმათის მოსახლეობას ტელევიზიის მეშვეობით ამცნეს, რომ მიმდინარეობს ანტიტერორისტული სპეცოპერაცია და სახლებში დარჩენის მითითება მისცეს.

დილით პროტესტანტებმა ქალაქის ორ საავადმყოფოს შემოარტყეს ალყა. ვრცელდება კადრები, რომლებზეც ასახულია ქალქში სამხედროების გადაადგილება.

როგორც ყაზახეთის პრეზიდენტმა საზოგადოებისადმი მიმართვაში განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ტერორისტული ბანდები რეალურად, საერთაშორისოა და სერიოზული მომზადება გაიარეს საზღვარგარეთ, მათი თავდასხმა შესაძლოა, განხილულ იქნას როგორც აგრესიის აქტი.

5 იანვარს, საღამოს ცნობილი გახდა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია აპირებს, ყაზახეთში გაგზავნოს სამშვიდობო ძალები ქვეყანაში სტაბილიზაციის მიზნით, მასობრივი არეულობის აღსაკვეთად. ყაზახეთის გარდა, აღნიშნულ ორგანიზაციაში შედის: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა უკვე დაიწყო ყაზახეთში სამხედრო ძალების გადასროლა. მათ შორის საჰაერო ძალები ორენბურგიდან და მე-11 ბრიგადა კამენსკ-შახტინსკიდან.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,083 ნახვა
%d bloggers like this: