მოდა

2022 წლის დევიზია: „ნუ გრცხვენია“

Nusagi

წლის დასაწყისი საუკეთესო დროა ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად, გამოცემა Harper’s BAZAAR გირჩევთ,  ამის გაკეთებას გარდერობის განახლებით დაიწყოთ. 

როგორც ჩანს, დიზაინერების ვერსიით, სხეულის ყველაზე ლამაზი ნაწილი ფეხებია, ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამისკენ არის მიმართული 2022 წლის მთავარი ყურადღება. აღნიშნული ზონის აქცენტირება შემოთავაზებულია სხვადასხვა ფორმით: თამამი მინი ან მიკრო მინი, თეძოებზე მაცდურად შეჭრილი, ასიმეტრული ქვედა ბოლო და კაბა. ასევე უზარმაზარი პლატფორმები.

ახალი, 2022 წლის დევიზია „არ შეგრცხვეთ“. ტრენდი სექსუალობაზე პოპულარობას იძენს, ამონაჭრები კი, ყველაზე მოულოდნელ ადგილებში ჩნდება- წელზე, მკერდის ქვეშ, ზურგზე, ასევე მინი კაბებზე და კლასიკურ შარვალ-პიჯაკზეც კი. 

ზოგისთვის ღამის კოშმარი, სხვისთვის კი, ნამდვილი ნოსტალგია- როგორიც არ უნდა იყოს თქვენი დამოკიდებულება დაბალწელიან შარვლებთან და ქვედა ბოლოსთან- ის ბრუნდება. 

ყურადღების ცენტრში მომავალ გაზაფხულს ეფექტური კორსეტები და თასმები იქნება. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,874 ნახვა
%d bloggers like this: