უცხოური მედია

ალმათში მაროდიორებმა ცნობილი ყაზახი რეჟისორი მოკლეს

Nusagi

ალმათში ცნობილი ყაზახი რეჟისორი საკენ ბიტაევი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობარი, ჟურნალისტი დალიან ადილბეკოვი ავრცელებს.

მისი თქმთ, ბიტაევი მეგობართან ერთად მანქანაში იჯდა და საუბრობდა, რა დროსაც ბრბო მიუახლოვდა ავტომობილის წასართმევად.

„გუშინ ალმათში ჩემი მეგობარი საკენ ბიტაევი მაროდიორებმა დახვრიტეს. ტყვია ფილტვში მოხვდა და სასწრაფომ ცოცხალს ვეღარ მოუსწრო. მეგობარი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა, ამბობს, რომ მათთვის მანქანის წართმევა უნდოდათ. ბრბო უკნიდან მიუახლოვდა. ცდილობდნენ კარი გაეღოთ. ბიჭებმა მანქანა დაძრეს, რომ გაცლოდნენ იქაურობას, მაგრამ უკნიდან სროლა დაუწყეს. საკენი ჩვენთან აღარ არის, ის ძალიან ნიჭიერი რეჟისორი იყო, ჰიპ-ჰოპის მამა, ყველა რეპერმა იცის მისი Salamalec sound“,-წერს ჟურნალისტი.

მისივე თქმით, მშობლებს საკენის ცხედარი სახლში ვერ მიჰყავთ, რადგან ქალაქში არ არიან საკმარისი პოლიციელები.

„დამნაშავეები არ უპოვიათ, და ეჭვი მეპარება, რომ იპოვონ“,-წერს ადილბეკოვი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,982 ნახვა
%d bloggers like this: