რელიგია

პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო ალილო ხალხის მსვლელობის გარეშე განსხვავებულად ჩატარდება

Nusagi

პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო ალილო ხალხის მსვლელობის გარეშე განსხვავებულად ჩატარდება.

საპატრიარქოს ინფორმაციით, სამღვდელოება მოსახლეობას მანქანებიდან დალოცავს და ნაკურთხ წყალს ასხურებს. მანქანებით მსვლელობა დღეს, 14:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და იგი სამების საკათედრო ტაძარში 16:00 საათზე, ქრისტესშობის სამადლობელი პარაკლისით დასრულდება. ტრადიციისამებრ შეგროვდება საჩუქრები და ტკბილეულიც, თუმცა მსურველებს შემოწირულებისა მიტანა 12:00 საათიდან რესპუბლიკის მოედანზე და ყოვლადწმინდა სამების ტაძარში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში შეეძლებათ.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2000 წლიდან ქრისტეშობის დღესასწაულზე თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა – „ალილო“ ეწყობა.

ღონისძიება ტარდება საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების ორგანიზებით.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,583 ნახვა
%d bloggers like this: