მედიცინა

გირჩი: ჩვენ ვიცით, რატომ ღირს აქ წამლები ძვირი, ბევრს არ სჯერა და ჩვენ ამას გაჩვენებთ

Nusagi

„გირჩი მეტი თავისუფლება“ აპირებს, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რატომ ღირს საქართველოში წამლები გაცილებით ძვირი, ვიდრე მეზობელ ქვეყანაში.

პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ექსპერიმენტის სახით, შეეცდება  საქართველოში წამლების შემოტანა სცადოს და მოსახლეობას დაანახოს, რა ბარიერი იქმნება სხვადასხვა გაუმართლებელი რეგულაციებით. 

მისივე თქმით, ისეთი წამლები, როგორიცაა კონკორი, ვოლტარენი, დექსალგინი, ასევე წნევის მარეგულირებელი და ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, რომელსაც ადამიანები ყველაზე ხშირად მოიხმარენ, საქართველოში 2-3-ჯერ, ზოგ შემთხვევაში 6-ჯერ ძვირია, ვიდრე თურქეთში. 

„9 დასახელების მედიკამენტი, რომელიც საქართველოში შევიძინეთ 190 ლარად და 15 თეთრად, თურქეთში სულ 57 ლარი და 19 თეთრი დაგვიჯდა. სხვაობა 140 ლარია. აქ არის წამლები, რომელსაც პენსიონერები მუდმივად მოიხმარენ და ყოველთვე ყიდულობენ. წარმოიდგინეთ, რამდენი ფული გამოუთავისუფლდებოდათ მათ საკვების შესაძენად“,-აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. 

„ჩვენი მიზეზია, დავადგინოთ, თუ რატომ ღირს ჩვენთან მედიკამენტები ასე ძვირი. ვიცით რაც არის, მაგრამ არავის სჯერა და ჩვენ ამას გაჩვენებთ კვალდაკვალ, პროცესში. არის კონკრეტული რეგულაცია, რომლის გამოც ვერ ხერხდება წამლების შემოტანა, თითქოს სახელმწიფო მოსახლეობას იცავს უხარისხო მედიკამენტებისგან. ჩვენზე ზრუნვის მოტივით ხდება იდიოტური რეგულაციების შემოღება და გაპრავება. ჩვენ ვერ გავარკვევთ, ვის ინტერესშია, რომ ბაზარი ასეთი ჩაკეტილი ჰქონდეთ, მაგას სხვა ტიპის გამოძიება სჭირდება, მაგრამ გაჩვენებთ, სახელმწიფო სად ჭედავს, სად არის ჩაკეტილი, მერე თქვენ გადაწყვიტეთ, ვიღაცეები ლობირებენ, თუ სამინისტროში იდიოტები სხედან, მე არცერთს არ გამოვრიცხავ, მაგრამ ფსონს უფრო იდიოტობაზე დავდებდი, ვიდრე კარტელურ შეთანხმებაზე. ჩვენ გაჩვენებთ მთელ ციკლს, და შევეცდებით გაჩვენოთ, რატომ გვჭირს ის, რაც გვჭირს წამლებთან დაკავშირებით“,-აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.  

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,545 ნახვა
%d bloggers like this: